ედუარდ კოკოითი - არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო - საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რევანშის მცდელობას ადგილი არ ექნება. ამის შესახებ ედუარდ კოკოითიმ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მჯერა, რომ საქართველო რევანშზე წამოვა. არ მსურს ომი ოსი, აფხაზი, რუსი და ქართველი ხალხისთვის. არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო. საქართველომ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება და იმედები არ უნდა დაამყარონ იმაზე, რომ რბილი ძალის გამოყენებით ჩვენი სახელმწიფოების განვითარებას საქართველოს მიმართულებით მოაქცევენ. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის“, - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.

მისივე თქმით, „რესპუბლიკის მთავარი მიღწევა ბოლო ათის წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან აღიარება იყო“.

„ყველაზე მთავარი რუსეთის მხრიდან ჩვენი აღიარებაა. ბევრი რამის აღდგენა შევძელით. თუმცა, ბევრი გამოწვევისთვის მზად არ აღმოვჩნდით. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობას, რათა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ რუსეთი სწორად მოიქცა და ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“, - დასძინა მან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის