მიხეილ სააკაშვილი - პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ

2008 წლის აგვისტოს სეპარატისტული ანკლავის „დაცვის“ საბაბით რუსეთი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა. იმის თქმა, რომ რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რეალობის დაკნინებაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„თუმცა, ზოგიერთებმა დასავლეთში, როგორიც იყო იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, საქართველო დაადანაშაულეს. გვერდზე რომ გადავდოთ ის, რომ შეუძლებელი იყო საქართველო თავს დასხმოდა ბირთვულ ზესახელმწიფოს, კონფლიქტი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გაჩაღდა. კრემლის განცხადება, რომ მათ სახმელეთო ძალების მობილიზება ერთი ღამის განმავლობაში მოახერხეს, აბსურდია. ამგვარი შეტევა მომზადებას ითხოვდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დასავლელმა ლიდერმა ერთმნიშვნელოვლად დაგმო რუსეთი, კრემლის ანაზღაურებაზე მყოფმა ლობისტებმა და დასავლეთის მთავრობებმა, რომლებსაც ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში ხელსაყრელი შეთანხმებები ჰქონდათ რუსეთთან დადებული, საქართველო დაადანაშაულეს“.

„პუტინი დღესაც განაგრძობს ამ სუსტი მხარეების გამოყენებას. პუტინი აფინანსებს ევროპულ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს, ხოლო სოციალურ მედიაში რუსეთის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაცია ცივილიზებული დისკურსის ჩაშლას უწყობს ხელს. საქართველოში შექმნილ კრიზისზე ერთიანი პასუხის არგაცემა ცხადყოფს იმას თუ როგორ სათანადოდ ვერ აფასებს ბევრი დასავლეთში რუსეთის ამბიციებს“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის ბუნებრივ სამიზნეს წარმოადგენს. „ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით ჩვენს თავს დასავლური სამყაროს ნაწილად, ხოლო რუსეთი ჩვენ გვიყურებს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ფრონტის ხაზს. დასავლეთში ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ვერ გაიაზრა, რომ საქართველოში მომხდარი კონფლიქტი საბოლოო ჯამში არ ეხებოდა საქართველოს. ოკუპაციაზე უღიმღამო საერთაშორისო პასუხმა უფრო გაბედული გახადა რუსეთის ავანტიურიზმი მეზობელ ქვეყნებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის სტატიაში კითხვას სვამს: როგორ შეუძლია დასავლეთს რუსეთს უპასუხოს?

„პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ. ის დასავლეთის მხრიდან დათმობებს, როგორც სისუსტის ნიშანს განიხილავს. საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის მიტაცება არ იყო მხოლოდ ახალი ტერიტორიის მოპოვება. რუსეთი გაყინულ კონფლიქტებს ქმნის, რათა ხელი შეუშალოს ასპირანტ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება. რუსეთს არ აქვს უფლება თავის მეზობლებს ნატო-ში წევრობაზე ვეტო დაუდოს. ეს ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს და საქართველოსა და უკრაინას გაწევრიანების რეალისტური საგზაო რუქა უნდა შესთავაზონ“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო