გიგი წერეთელი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი წერეთელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალგაზრდების სიმბოლურ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

„რუსეთთან ომის 10 წლისთავზე, სწორედ აქ, ენგურის ხიდზე ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ აგრესიის უმძიმეს შედეგებს. დღეს ვიხსენებთ დაღუპულ გმირებს, თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს, ათეულ ათასობით დევნილ თანამემამულეს, მაგრამ მთავარია ეს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია მეტი საერთაშორისო აქტივობა და ზეწოლა რუსეთზე, რათა შესრულდეს აღებული ვალდებულებები და ანექსიის პროცესი შეჩერდეს. წერეთელის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რითაც კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დეოკუპაციის აუცილებლობა.

გიგი წერეთელმა ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში დაღუპული გმირის, დავით ჯიქიას საფლავი მოინახულა და ოჯახის წევრებს შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისშიც იმყოფებოდა, სადაც პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა