რუსეთის საგარეო უწყება საბერძნეთში არეულობების მოწყობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის საგარეო უწყება უარყოფს ბერძნული მედიით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მოსკოვი სალონიკში, სექტემბერში დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენისას არეულობის მოწყობას გეგმავდა.

ბერძნული მედიასაშუალება „კონტრანიუსი“ საბერძნეთის სპეცსამსახურებში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზოგიერთი ბერძნული ქუჩის დაჯგუფება, რომელიც პუტინის შავი სალაროდან ფინანსდება, საერთაშორისო დარგობრივი გამოფენა-ბაზრობისთვის ემზადება.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებას ქვეყნის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი, ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და ბალკანური ქვეყნების ლიდერები უნდა დაესწრონ. ამ არეულობის მიზანი იმ შეთანხმების დისკრედიტაცია უნდა გამხდარიყო, რომელიც მაკედონიისთვის სახელის გადარქმევას უკავშირდება.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამ ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადეს, რომ გამოცემის მასალაში არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა