უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები ხვალ განახლდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები ხვალ განახლდება. ადმინისტრაციის წარმომადგენლებიიმ ორგანიზაციების წევრებს შეხვდებიან, რომლებიც წლების განმავლობაში მართლმსაჯულების პრობლემატიკას სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა, მომავალ კვირაში შესაძლოა კონსულტაციები ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართოს.

„მომდევნო კვირაში გვაქვს სურვილი, რომ შევხვდეთ ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ გვინდა ამ პროცესში ჩავრთოთ პროფესიული წრეები, ფართო საზოგადოება და მაქსიმალურად მივაღწიოთ კონსენსუსს. პრეზიდენტის და თითოეული ჩვენგანის სურვილია, მივაღწიოთ საზოგადოების კონსენსუსს, ამ უმაღლეს თანამდებობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა