თორნიკე მამალაძე - ოჯახი მივმართავთ პრეზიდენტს - მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის გათავისუფლება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც თორნიკე მამალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო განცხადებები ძალიან იმედისმომცემი იყო.

„მივმართავთ ჩვენც ოჯახის წევრები პრეზიდენტს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის შეწყალება და გათავისუფლება. შეიწყალებს თუ არა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში. იმედიანად ვუყურებთ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას, რადგან ბოლო განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან ძალიან იმედისმომცემი იყო. იმედია, ღმერთი გაუნათებს გონებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დეკანოზის ძმამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს დღეს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს