არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ინციდენტში მონაწილე პირთა დადგენისთვის საჭირო ღონისძიებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა