ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს

ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.

„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები, ამ ყველა თემაზე უნდა მოხდეს სერიოზული კონცეფციის საჯარო განხილვა და მერე უკვე სამინისტროს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ რეფორმის ჰორიზონტი მსჯელობისთვის არის დაახლოებით ერთი წელი- წელიწადნახევარი, რომ ასეთი სისტემა თავიდან დავნერგოთ.

ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

 ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს

ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.

„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები, ამ ყველა თემაზე უნდა მოხდეს სერიოზული კონცეფციის საჯარო განხილვა და მერე უკვე სამინისტროს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ რეფორმის ჰორიზონტი მსჯელობისთვის არის დაახლოებით ერთი წელი- წელიწადნახევარი, რომ ასეთი სისტემა თავიდან დავნერგოთ.

ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო