თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ISO 9001:2015 მიენიჭა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მართვის ხარისხის სერტიფიკატის ISO 9001:2015 მფლობელი გახდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, უწყებისთვის მართვის ხარისხის შეფასება და სერტიფიკატის მოპოვება კომპანია „საი გლობალმა“ უზრუნველყო, რომელიც სააგენტომ ტენდერის გზით გამოავლინა. რვა თვის განმავლობაში, კომპანიამ ბაღების მართვის სააგენტოში სამუშაო პროცესის კვლევა აწარმოა, რის საფუძველზეც, რეკომენდაციები მომზადდა და სააგენტოს განხორციელებისთვის მიეწოდა.

„უმნიშვნელოვანესი ფაქტია და მიხარია, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს სააგენტოს თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ეფექტური მართვის შედეგად, სააგენტოს რესურსების რაციონალური ადმინისტრირების შესაძლებლობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, სავალდებულო პროცესების გავლის შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭა.

მუშაობის პროცესში, კომპანიის ექსპერტებმა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია მოამზადეს, რომელიც განსახილველად სააგენტოს გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა