თურქეთში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც თურქული მედია იუწყება, მათი დაკავება ანტალიაში 2 აგვისტოს მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლის ბინადრებს და სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.

საქართველოს ორ მოქალაქესთან ერთად მათი თურქი თანამზრახველიც იყო. პოლიციამ ისინი სასტუმროში ადანას პროვინციაში აღმოაჩინა, სადაც მათი დაკავება მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა აღიარეს დანაშაული. აღსანიშნავია, რომ პოლიციის განყოფილებაში დაკავებულების გადაყვანისას მათ დაზარალებულების ახლობლები დახვდნენ, რომლებიც ანგარიშსწორებას შეეცადნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანკარაში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, ამ ეტაპზე საკონსულოში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური შეტყობინება არ არის შესული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა