მინდელის შახტში დაშავებული მეშახტე, რომელსაც სხეულის ზედაპირის 50%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა, კლინიკიდან გაწერეს

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბინაზე გაეწერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის დატოვებამდე, პაციენტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ამ დრომდე მკურნალობდა.

სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მას სხეულის ზედაპირის 50%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა. პაციენტს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია და კლინიკა 24-ე დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს