პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალაქ ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მუზეუმები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში" ფარგლებში შეიქმნა.

გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ქარელის პირველი საჯარო სკოლის შენობაში შექმნილ მუზეუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის ბესიკ კაპანაძის მშობლები.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მუზეუმში გამოფენილი ოკუპაციის შესახებ ისტორიული მასალა დაათვალიერა და შეკრებილ საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ესაუბრა. ღონისძიებაზე გარდაცვლილი სერჟანტის დედამ ბესიკ კაპანაძის ჩანაწერები და ლექსები წაიკითხა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უზრუნველყოფს ჩანაწერების კრებულის გამოცემას.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ხაშურს ეწვია სადაც ასევე გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ხაშურის ბიბლიოთეკის შენობაში განთავსდა. მუზეუმის სივრცე ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე 2008 წლის ოკუპაციის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტო მასალას.

ოკუპაციის მუზეუმები ღია იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მოეწყობა ღია დისკუსიები და მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს