დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის 67 ათასი ოჯახის ქონებაა აღრიცხული

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაწყებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღრიცხული ქონების მონაცემების დიგიტალიზაცია, მათი ქაღალდიდან ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ელექტრონული ფორმით შენახვა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების აღრიცხვის პროგრამა 2011 წლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით აღრიცხულია 67 ათასი ოჯახის ქონება.

„გარდა ამისა, იწყება ველზე გასვლები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, სადაც უფრო მეტი ვალიდაცია და ვერიფიკაცია მოხდება. ძირითადად ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და ახლა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლება ჩაერთვება. ბევრი რამ იცვლება და ფართოვდება ტექნოლოგიურად“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს