ადვოკატი - გიორგი ჭანტურია თავს უდანაშაულოდ ცნობს და არ ეთანხმება იმ შეთითხნილ ბრალდებას, რასაც საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად ავრცელებს

გიორგი ჭანტურია აღნიშნულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს და არ ეთანხმება იმ შეთითხნილ ბრალდებას, რასაც საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად ავრცელებს, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ანა კეკენაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ამ წუთებში გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

"ჯერ კიდევ არ გადმოუცია დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარეს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები, რასთან დაკავშირებითაც მე უკვე მივმართე სახალხო დამცველს. ვინაიდან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რამდენადაც გამომძიებელმა დამანახა, საქმის მასალები საკმაოდ ბევრია. არაერთ გვერდს მოიცავს და ასობით ფურცელია, რომელსაც გაცნობა სჭირდება.

გიორგი ჭანტურია აღნიშნულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს და არ ეთანხმება იმ შეთითხნილ ბრალდებას, რასაც საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად ავრცელებს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ", - განაცხადა კეკენაძემ.

პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურიაც, რომელსაც ადვოკატ ანა კეკენაძის თქმით, თითის ანაბეჭდები უნდა აუღონ. თავის მხრივ, როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, ოჯახის პოზიციაა, რომ გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იარაღის შესახებ, გიორგი ჭანტურიას დის განცხადებით, მათ სახლში იარაღი არასოდეს ყოფილა და ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე შეეძლოთ ჩაედოთ, რადგან ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა