დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის ინფორმაციით, საქმეში დამატებითი ადვოკატის ჩართვას გეგმავენ

დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, საქმეში დამატებითი ადვოკატის ჩართვას გეგმავენ.

მარიამ ჭანტურია დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა და აცხადებდა, რომ ის დღეს უნდა დაეკითხათ და სავარაუდოდ თითის ანაბეჭდები აეღოთ, თუმცა დღეს არ დაუკითხავთ და არც ანაბეჭდები აუღიათ.

„არავისთვის მიმიწოდებია ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით სხვა საქმით არიან დაკავებულები და ვერ მოიცალეს. მეც რაღაც საქმეები მაქვს და მეჩქარება, დამატებითი ადვოკატის ჩართვას ვაპირებთ საქმეში და უნდა შევხვდე. დღეს უნდა დავკითხულიყავი წესით", - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

მისივე თქმით, გიორგი ჭანტურიას მეუღლეს თითის ანაბეჭდები აუღეს და ასევე ნერწყვის ნიმუში. მარიამ ჭანტურიას თქმით, ოჯახის წევრების თითის ანაბეჭდებით დაინტერესება, სავარაუდოდ, სახლიდან ამოღებული იარაღის გამო ხდება.

მისივე თქმით, მის ავტომობილში მოსასმენი მოწყობილობა დასაშვებზე მეტხანს იყო.

მარიამ ჭანტურიას თქმით, მისი ძმა იარაღს არ ატარებდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა.

„იარაღის ტარების უფლება მას მაშინ ჰქონდა, როდესაც შსს-ს ორგანოებში მუშაობდა, როცა ამის უფლება აღარ ჰქონდა არც ატარებდა",- განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო