ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მცენარეთა დაცვის საშუალებები გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ,,მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები, ინვენტარი და სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა, რომლის საერთო ღირებულება 160 000-მდე ლარს შეადგენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა, ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობა გაიზარდოს.

„ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და მომავალი წლის პროექტების განხორციელებაზე შეჯერდნენ.

ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა