ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დასახელება წარმოუდგენელი მგონია

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ აქვს ისეთი პრობლემები, რომ საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დასახელება წარმოუდგენელია.

„ჩემი აზრით, ივანიშვილის კანდიდატურის დასახელება წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. არ მგონია, „ქართულ ოცნებას“ ახლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისეთი პრობლემები ჰქონდეს, რომ საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე იფიქროს. ალბათ, „ქართული ოცნება“ დარჩება იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც გაჟღერდა. დასახელდება ალბათ, კიდევ დამოუკიდებელი კანდიდატები. მთლიანობაში, ამ მხრივ არ მგონია „ქართულ ოცნებას“ პრობლემები ჰქონდეს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიმართ დამოკიდებულებები კატასტროფულად არ შეუცვლია.

„ზურაბიშვილის შანსი, თუ „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს, იქნება არც ისე დიდი. თუ ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს, აქვს შანსი გახდეს პრეზიდენტი. საზოგადოებაში ზურაბიშვილის კანდიდატურის დასახელებას შეხვდნენ ძალიან ჩვეულებრივად. ვთვლი თუ დაუჭერს მას მხარს, საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა