თორნიკე მამალაძე - ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მას შეუძლია, რომ სამართლიანობა აღადგინოს

ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მას შეუძლია, რომ სამართლიანობა აღადგინოს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების მოთხოვნაში აღბეჭდილია ყველა ის დარღვევა, რომელიც დეკანოზის წინააღმდეგ მოხდა მისი დაკავებიდან ბოლო სასამართლო სხდომამდე. „ჩვენ როდესაც შეწყალების მოთხოვნა დავწერეთ, იქ აღბეჭდილია თითოეული ის დარღვევა, რაც ჩემი ძმის წინააღმდეგ მოხდა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მას შეუძლია, რომ სამართლიანობა აღადგინოს. იქ აღბეჭდილია თითოეული დარღვევა, რაც ჩემი ძმის დაკავებიდან ბოლო სასამართლომდე ხორციელდებოდა, თუნდაც ის, რომ აეროპორტიდან არ მოგვცეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუ როგორ გაიტაცეს ჩემი ძმა. იქ აღბეჭდილია, რომ არც ერთი ექსპერტიზა არაა ჩატარებული იქ, რაშიც ე.წ. ციანიდი იყო, რომელიც დაადასტურებდა თუ ვისი იყო ეს ციანიდი. არ ჩაუტარებიათ იარაღზე ექსპერტიზა, რომლითაც შეიძლებოდა გამოვლენილიყო, რომ ის ნამდვილად ირაკლი მამალაძის არის“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ არამარტო ადვოკატებმა, არამედ საზოგადოების სრულმა სპექტრმა დაინახა, საქმეში როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს და “როგორი გამრუდებული მართლმსაჯულებით გაიარა საქმემ პროცესები, გამოძიებით დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დასრულებული, რომელსაც იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ საქმე წარმოებაში მიეღო“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს