20-წუთიანმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ვენახები, ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი სოფელ საკობიანოში, დუისში, ბირკიანსა და მატანშია, სადაც 20-წუთიანმა სეტყვამ ვენახები, ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.

უხვმა ნალექმა ასევე სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. რა ფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისია მუშაობს დაასრულებს.

იხილეთ ვიდეო: სეტყვამ ახმეტაში რამდენიმე სოფლის ვენახები, ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა