საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები გარკვეული თამაშის ნაწილია, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსულტაციების პროცესში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

“ეს კონსულტაციები არის ფორმალური ხასიათის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სკეპტიკურად ვართ განწყობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა შტოს თანამდებობებზე საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახლობლები წარადგინა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ესეც რაღაც თამაშის ნაწილია. არ არის გამორიცხული, რომ მას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. ჩვენი მოლოდინების მიუხედავად, კანონსა და კონსტიტუციას პატივს ვცემთ და კონსულტაციების პროცესში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა მდინარაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

დეპუტატმა აქვე ისიც დასძინა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის საკითხზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობის ლიდერს ელექტრონული ფორმით მისწერა, რაც მდინარაძის შეფასებით, “სწორი ფორმა არ არის, რადგან პროტოკოლს და გარკვეულ დამოკიდებულებას პოლიტიკაში მნიშვნელობა ენიჭება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა