ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც სამ თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო შვიდი თვე პირობით მსჯავრს მოიხდის

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტობავარჩხილზე დაკავებული მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საპროცესო შეთანხმების შედეგად, ბრალდებულს იძულების მცდელობის მუხლი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეცვალა, რაც იძულებას გულისხმობს. სასჯელის სახით კი ათი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ის სამ თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო შვიდი თვე პირობით მსჯავრს გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. დაკავებული ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულს ინანიებს.

შემთხვევა ტობა ვარჩხილზე სამი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, თუმცა ტურისტებმა 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა ის დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს