გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

"მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებიდან გამომდინარე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ დრომდე ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა გადმოცემული. ახლა გადმოგვეცა. გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურად მიგვეწოდებინა გამოძიებისთვის ინფორმაცია. თუმცა, გამომძიებელმა ფაქტობრივად დაარღვია გიორგი ჭანტურიას უფლებები და ისე წავიდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, რომ მისთვის ბრალდებულის პოზიცია არ იყო საინტერესო. ჩვენ სასწრაფო წესით განცხადება მოვამზადეთ და ვითხოვთ დეტალურად მოხდეს გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. მას აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე. ის არის მნიშვნელოვანი მოწმე. მოგეხსენებათ ჭანტურიამ გარდაცვლილი სამსონ ქუთათელაძე ერთ-ერთმა ბოლომ ნახა", - განაცხადა გუშინ კობაიძემ.

მისივე თქმით, გამომძიებელ ნუკრი მალუას ის არგუმენტი ჰქონდა, რომ ეჩქარება. "გამომძიებელი გაიქცა. ძალიან არაადეკვატური ქმედებაა გამომძიებლისგან, როდესაც არ ცდილობს, რეალურად მოხდეს ბრალდებული პირის გამოკითხვა", - განაცხადა კობაიძემ. მისივე თქმით, საქმეში არის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც.

"ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები ძალიან ბევრია. კრეპსებია დაახლოებით 100 ჩანაწერი. სულ 50 დისკი გადმოგვეცა. ამას ყველაფერს გაცნობა და დამუშავება უნდა", - განაცხადა კობაიძემ. მისი თქმით, გიორგი ჭანტურიას დაცვის უფლება შეიზღუდა, რადგან 13 ტომის გაცნობა 24 საათში მოუწევთ ადვოკატებს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ჭანტურიას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა