რუსეთი აშშ-სთვის საპასუხო სანქციებს შეიმუშავებს

რუსეთი აშშ-სთვის ახალი საპასუხო სანქციების შემუშავებას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან დიალოგი ძალის და ულტიმატუმების პოზიციიდან უსარგებლო და უპერსპექტივოა. რუსეთი დაიწყებს საპასუხო სანქციების შემუშავებას, რაც აშშ-ს არამეგობრულ ნაბიჯზე პასუხს წარმოადგენს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

სანქციების პირველი ნაწილი 22 აგვისტოს შევა ძალაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

სანქციების მეორე ნაწილი კი 90 დღეში შევა ძალაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა