დიმიტრი მედვედევი - აშშ-ს მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უნდა ვუპასუხოთ

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ომის გამოცხადება შეიძლება განვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„საჭიროა ამ ომს ვუპასუხოთ. მას უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში კი სხვაგვარი მეთოდებითაც კი. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს უნდა ესმოდეთ ეს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სანქციები ასე თუ ისე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ვალუტის კურსზე. დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთისთვის აქამდეც არაერთხელ დაუწესებიათ.

„ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივი სასანქციო ზეწოლის ქვეშ არსებობდა. რისთვის კეთდება ეს? იმისთვის, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე მძლავრი კონკურენტების სიას ჩამოაშორონ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

სანქციების პირველი ნაწილი 22 აგვისტოს შევა ძალაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

სანქციების მეორე ნაწილი კი 90 დღეში შევა ძალაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საპასუხო სანქციებს შეიმუშავებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა