საფრანგეთში ძლიერი წყალდიდობის გამო 1600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სამხრეთ საფრანგეთში ძლიერი წყალდიდობის გამო, 1600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, სტიქიის გამო რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 70 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ ბანაკში იმყოფებოდა.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამაშველო ოპერაციებში 400-მდე მეხანძრე და 120 სამართალდამცველია ჩართული.