პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში შემავალი პოლიტიკური ძალებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზება უკვე გაკეთებულია.

„როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პარლამენტის სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ველოდებით კონკრეტულ თარიღს. ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებულია და ახლა მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდან იქნება დასახელებული მათთვის მისაღები კონკრეტული დრო",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამ წუთებში კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მოვისმინოთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან და იმ მახასიათებლებთან მიმართებაში, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დღევანდელ მდგომარეობაში შეძლებს დაიკავოს ეს პოზიცია. დღეს შეხვედრა იმართება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია მუშაობენ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით, რომლებსაც აქვთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და ასევე აქვთ აღქმა იმ გამოწვევების, რომელიც დგას სასამართლოს წინაშე", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო