ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანი ცდილობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ფართო და გამჭვირვალე პროცესი შეაფერხოს

თეა წულუკიანი ცდილობს შეაფერხოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თეა წულუკიანი მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილს შეაფასოს იყო თუ არა სწორი ნინო გვენეტაძის წარდგენა.

„ეს კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს ერთ რამეს: გადაიტანოს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესიდან ასეთ საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს საუბარი. ჩვენ ახლა გვაქვს სახელმწიფოებრივი ამოცანა და მთელი ჩვენი დრო, ენერგია და რესურსი იქნება მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე ჯეროვნად შევასრულოთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა სხვა სახელმწიფო უწყება გაიაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, შექმნილ მძიმე ვითარებას და იმოქმედებს სახელმწიფოებრივად",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა