წელს პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი - „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“.

უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“ შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ - 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 69 173 ლარი, ხოლო „გირჩმა“ - 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულების სახით „ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ“ -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 11 613 ლარი, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 4 400 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 3 180 ლარი, „ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა“ – 2 000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 800 ლარი, „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 774 ლარი, „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 482 ლარი, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 404 ლარი.

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 633 585 ლარს შეადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო