ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან 80, ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან 80, ხოლო ქობულეთიდან 36 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

„უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში.

გზების გაწმენდის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა