პროკურატურის ინფორმაციით, დეა გოშხეთელიანის ინტერესების დასაცავად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ

გამოძიების დაწყების დღიდან ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მისი ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანის განცხადების საპასუხოდ განუცხადეს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდების მხარეს გამოძიების საწყის ეტაპზევე მკაცრი პოზიცია ჰქონდა ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძის მიმართ. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდება მზადაა საქმის სასამართლო განხილვის დროულად დასრულებისთვის.

„გრიგოლ ბაკურაძის ბრალდების საქმეს, რომელიც ეხება მის მიერ ყოფილი მეუღლის მაგდალინა გოშხეთელიანისა და მისი მამის დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით, განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

ბრალდების მხარეს გამოძიების საწყის ეტაპზევე მკაცრი პოზიცია ჰქონდა გრიგოლ ბაკურაძის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი ქმედების ჩადენის დღესვე იქნა დაკავებული. გრიგოლ ბაკურაძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად მოთხოვნილი იქნა პატიმრობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს გამოყენების შესახებ, ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიების დაწყების დღიდან ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მისი ინტერესების დასაცავად. ყველა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ხდება მოწმეების, ასევე სხვა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა და მზადაა საქმის განხილვის დროულად დასრულებისთვის“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა