ეკონომიკის სამინისტრომ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიერ მოგებული აუქციონის შედეგი უკანონოდ გააუქმა

„ეკონომიკის სამინისტრომ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიერ მოგებული აუქციონის შედეგები უკანონოდ გააუქმა,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფონდი ეკონომიკის სამინისტროსთან სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს.

„ეკონომიკის სამინისტრომ აბსოლუტურად უკანონოდ, ყველა პროცედურა შეწყვიტა და დმანისის გადარჩენის ფონდის მიერ მოგებული აუქციონის შედეგი გააუქმა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ საქმეში ქრთამია აღებული. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას უკვე სასამართლოში. სანამ აუქციონი ახლიდან გამოცხადდება, იქამდე წინა აუქციონის შედეგები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ უკანონოდ გააუქმა, ბოლომდე უნდა მივიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დმანისში, ამ მიწასთან დაკავშირებული ყველანაირი პროცედურა უნდა შეჩერდეს. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ეს იყო მოლაპარაკების დაწყება ეკონომიკის სამინისტროსთან იმიტომ, რომ ამ ტერიტორიით ფაქტობრივად უკვე სარგებლობს RMG gold. ჩვენს ამ მოთხოვნაზე ეკონომიკის სამინისტრო დაგვემალა და მოლაპარაკებებზე სტაჟიორებს გვახვედრებდა, რომლებსაც არანაირი მანდატი არ ჰქონდათ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც დმანისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის 16 ჰა იყო გამოტანილი, „დმანისის გადარჩენის ფონდმა” მოიგო, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო