„საპარტნიორო ფონდს“ პორტუგალიის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში პორტუგალიის საქმიანი წრეების ოფიციალური დელეგაცია მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით კომპანია News Museum და Elevolution group SGPS არიან დაინტერესებულნი. ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პორტუგალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრაში მონაწილე პორტუგალიური მრავალპროფილიანი კომპანიები მსოფლიო ბაზარზე მასშტაბური პროექტებით არიან წარმოდგენილნი. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება გზების, ხიდების, სახვადასხვა ტიპის შენობების, მათ შორის საავადმყოფოების, გვირაბებისა და წყლის სისტემების მშენებლობა, ასევე ნარჩენების გადამუშავებაა,“ - ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა