გიორგი ჭანტურიას მეუღლე - ჩემს მეუღლესა და სამსონ ქუთათელაძეს შორის დაპირისპირება არ ყოფილა - წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო

ჩემს მეუღლეს, გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. წაკამათება არ შეიძლება მკვლელობის მიზეზი გახდეს და ამის გამო ადამიანს მკვლელობა დააბრალო, - ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მეუღლემ, ანა ხურციამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც ბრალდებულის მეუღლემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიციის მიერ ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და „ეს ყველაფერი ზღაპარია".

„არანაირი იარაღი არ არის ნაპოვნი. რაც ამოიღეს, ის იმ დღეს პირველად ვნახეთ. არ ვიცი რა ინტერესი აქვთ ჩემს მეუღლესთან. ბოლო პერიოდში ინტერესი ის იყო, რომ სულ თან დაგვსდევდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოა. ყველაფერი შეიძლება დააბრალოთ გიორგი ჭანტურიას, მაგრამ ადამიანს ვერასდროს მოკლავდა", - განაცხადა ანა ხურციამ.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს