პროკურატურა გიორგი ჭანტურიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ სხდომის დაწყებამდე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ჭანტურიას ბრალეულობა მტკიცდება.

„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მტკიცებულებათა მოპოვების შემდეგ, მტიცებულებებზე დაყრდნობით დაკავებული იქნა გიორგი ჭანტურია. მას ბრალდება 9 აგვისტოს წარედგინა სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღინისძიების სახედ გამოყენებული იქნას პატიმრობა. საქმეზე არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ღია და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდების მხარე სასამართლოზე გააჟღერებს და დაასაბუთებს, რომ უპირობოდ იქნას გამოყენებული პატიმრობა", - განაცხადა ჯალაღანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს