ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის ბათუმიდან 114, ხოლო ქობულეთიდან 40 შეტყობინება შევიდა

საცხოვრებელი სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ქობულეთში დასრულებულია, ხოლო ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის შესულია 114 შეტყობინება.

ქობულეთში კი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 40 შეტყობინება. მათივე ცნობით, ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს