ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი სომხეთში შექნილ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთში შექმნილ ახალ ვითარებას შეეგუონ. „დღეს ახალი სიტუაციაა ქვეყანაში. ყველა, მათ შორის რუსი პარტნიორები, უნდა შეეგუონ ამას. ყველაფერი ნორმალურადაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნული კომენტარი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

1-ელ აგვისტოს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვთ სომხეთში, ეწინააღმდეგება სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური წინამორბედების დევნა არ მოხდებოდა.

„რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, დაინტერესებულია სომხეთში სტაბილურობის შენარჩუნებით. ის, რაც ახლა იქ ხდება შეშფოთებას იწვევს, მათ შორის დსთ-ს იმ ორგანიზაციების მუშაობის კუთხით, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში წაუყენა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს