ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს. ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე ითხოვენ დადგინდნენ ის პირები, ვინც მათი ვიზიტი ჩაშალა და გერმანიაში ცრუ ინფორმაცია გააგზავნა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირია. როგორც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ განუცხადა, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე ორ ქვეყანაშია დაწყებული.

„ჩვენ ვითხოვთ და მივმართეთ წერილით შალვა თადუმაძეს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ვინ იყო ის თანამდებობის პირი, რომელმაც აღნიშნული ცრუ დასმენა გააგზავნა, როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშორის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურში, რასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია და რატომ გამომაცხადეს მე, დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი, ზაზა სარალიძესთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ხელშემწყობად“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, გერმანიაში საქართველოდან გაგზავნილ ინფორმაციაში საერთოდ არ იყო ნახსენები მათი სტრასბურგში ვიზიტი.

„ეს იყო სრულიად მშვიდობიანი ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების ინფორმირება, იმ გახმაურებულ საქმეებთან და გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, ეს იყო განაჩენი სოსო გოგაშვილისთვის, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. ორ ქვეყანაშია დაწყებული გამოძიება ჩვენი ვიზიტის ჩაშლის საქმეზე. ჩვენ უკვე მასალები მივაწოდეთ, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციას ასევე გავაგზავნეთ აშშ-ში. დღეს უკვე ქართულ სამართალდამცავ უწყებას მივმართეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ პირთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩაშალა სტრასბურგში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტი“, - განაცხადა კილაძემ.

თავის მხრივ ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ „აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ ჩააყენა უხერხულობაში საქართველოს ხელისუფლებიდან მთელი ქვეყანა და ვინ ცდილობს ქვეყნის რეპუტაციის შელახვას, მთელი მსოფლიოს წინაშე“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა