შსს - სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა.

უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზები დაიტბორა

რის გამოც მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან.

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

„მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიით შედეგად დაზიანებულ გზებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

დღეს, დილას მოხერხდა გზის აღნიშნული მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შს სამინისტროს განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა