ესპანეთში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაახლოებით 9 ტონა ჰაშიში ამოიღეს. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ინფორმაციით, სპერცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაცია ალმერია და კადისში ჩატარდა. დაკავებულებს შორის 11 ესპანელია, ერთი რუმინეთის მოქალაქე და სამი ჩრდილოაფრიკელი.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, ჰაშიში ესპანეთში მაროკოდან შეჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ესპანელმა სამართალდამცველებმა 477 ტონა ნარკოტიკული ნივთიერები ამოიღეს.