იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა

იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა. ამის შესახებ მატეო სალვინიმ გამოცემა La Nuova Bussola Quotidiana-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომლის შევსება საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები იყო მითითებული. დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება აღნიშნული შეეცვალათ „მამით“ და „დედით“, - განაცხადა მან.

იტალიის ვიცე-პრემიერის განცხადებით, „ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ბუნებრივი ოჯახი დაიცვას, რომელიც კაცისა და ქალის კავშირს ეფუძნება“.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში განმარტება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰომოსექსუალი წყვილების ბავშვების რეგისტრირებისთვის გაჩნდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს