გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, როგორც სააპელაციოში, ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს

სასამართლომ გიორგი ჭანტურიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გამოიყენა, რასაც ჩვენ გავასაჩივრებთ, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, - ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ანა კეკენაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ზემდგომ ინსტანციებში მოითხოვენ ყველა დარღვევაზე რეაგირებას, რაც გამოძიების ეტაპზე მოხდა.

„ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვხედავდით იმ უკანონობას, რასაც ახორციელებდა შსს. ვხედავდით, კანონის როგორი დარღვევით იძიებდნენ ისინი საქმეს და როგორ ცდილობდნენ მიზანმიმართულად ჭანტურიას გარევას და შემხებლობის დადასტურებას გაყალბებული მტკიცებულებებით, თუმცა იმედს ვიტოვებდით იმაზე, რომ სასამართლო დადგებოდა მოწოდების სიმაღლეზე, იმსჯელებდა მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, დავინახეთ ძალიან ცუდი რეალობა, რომ დღემდე, სასამართლო გარკვეულწილად ძალიან ახლო შემხებლობაშია შსს-სთან, იმ უწყებებთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან", - განაცხადა კეკენაძემ.

მისი თქმით, მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველა მოწმე გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში განმეორებით დაიკითხა.

„ყველა მოწმე განმეორებით იკითხებოდა. ძირითადი მოწმეები, რომლებსაც ბრალდება ემყარება, სამჯერ და ოთხჯერ არიან გამოკითხული. ისინი თავდაპირველად არ საუბრობენ ჭანტურიას ბრალეულობაზე, თუმცა 7 აგვისტოს უკვე იწყებენ საუბარს, თითქოს გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, თითქოს, ჭანტურია დაინახეს იარაღით და ა.შ. აღნიშნული გარემოებები, თუ რეალობას შეესაბამება, სად იყვნენ 8 თვის განმავლობაში?! ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მტკიცებულებებზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ, რადგან კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა", - განაცხადა კეკენაძემ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა