რევაზ სოხაძე - ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენი მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განვიხილოთ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა მიხედვით, საკრებულო ილია ჭავჭავაძის N80-ში არსებულ მიწას მხოლოდ იმიტომ უცვლის სტატუსს, რომ ეს ტერიტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრის საკუთრებაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი საკითხი განიხილება საკრებულოში, ან მერიაში. რევაზ სოხაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ყველა მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

„დღეს ხდება მესაკუთრის უფლებების აღდგენა, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიწის ნაკვეთი აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმიდან გამოყოფილი იქნება, როგორც ეს თავის დროზე, თბილისის მაშინდელი მერიის მიერ, 2007 და 2009 წლებში განისაზღვრა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია საკითხს აყენებს ასე - ვიღაცის სახელის და გვარის გამო არ უნდათ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების გამო არ ვღებულობთ. თავად ისინი ასე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ასე არიან მიჩვეულები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს