იაშვილის კლინიკას განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი აქვს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ყველა ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტს სრული გამოკვლევის და სრულყოფილი მართვის საშუალებას სთავაზობს.

„განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი 28 საწოლზეა გაშლილი. დეპარტამენტი აღჭურვილია სრულყოფილი ელექტროფიზიოლოგიური, ელექტროენცეფალოგრაფიული, ელექტრომიოგრაფიული აპარატურით.

ნეირომეცნიერების დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს, ნეიროქირურგიის მიმართულებას - ვლადიმერ წიქარიშვილი. ნეიროქირურგიის მიმართულების განვითარებას კონსულტაციას გაუწევს და მკურნალობის პროცესში პირადად ჩაერთვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი ასლან გერმანიშვილი“, - ნათქვამია „ევექსის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა