სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 14:00 საათის მონაცემებით, 9 შეტყობინება შევიდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 14:00 საათისთვის, 9 შეტყობინება შევიდა, - ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა 4 სცხოვრებელ სახლში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო „ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მარტვილის სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, სენაკიდან 1 შეტყობინება მიიღეს და მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები ჩაატარეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა”, - ნათქვამია განცხადებაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა