მიხეილ სააკაშვილი - 10 წლის წინ ამხელა არმია დაგვესხა თავს და ვალუტის კურსი 1,64 იყო, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, გარანტიას გაძლევთ, მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება

საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა გაგრძელდა, ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება.

„ლარის კურსმა ისევ მკვეთრად ვარდნა დაიწყო და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა საქართველოს არ ყავს მთავრობა. საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით.

ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა და ომის დროს და შემდგომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნეთ და ჩემს დროს ის 1,64 იყო. ახლა არის ის, რაც არის და ღმერთმა არ ქნას, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, არ ჩაერთეთ, თუ ისევ მიეცით საშუალება, არჩევნები იყიდოს, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება - მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1,64, ხოლო ივანიშვილის დროს მალე 4 იქნება, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები, ყველამ ვიმოძრაოთ - ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა