„ბადაგონის“ ბრენდში ჩინელი პარტნიორები საწყის ეტაპზე 30 მილიონამდე ინვესტიციის ჩადების ვალდებულებას იღებენ!

ჩინეთში, ქალაქ თიენძინში „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა ლუ ჟუნგმინგმა ხელი მოაწერეს გრანდიოზულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საწყის ეტაპზე 30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ბადაგონის ბრენდის განვითInterPressNews.Geარების საქმეში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ბადაგონის ქართული კულტურის ცენტრების, ბადაგონის პრემიუმ კლასის შოუ რუმებისა და ბრენდის წარმომადგენლობითი ცენტრების გახსნა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, რაც საგრძნობლად გაზრდის როგორც ბადაგონის, ასევე მთლიანად ქართული ღვინის ცნობადობას და რეალიზაციას ამ უზარმაზარ ბაზარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტი აქამდე არცერთი ქართული კომპანიისათვის არ განხორციელებულა ჩინეთის ბაზარზე. უფრო მეტიც, ამ გრანდიოზული პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია - „ბადაგონის“ ჩინელი პარტნიორის მიერ დღეისათვის უკვე გახსნილია 5 ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით „ბადაგონი“ ქალაქებში ლექინგ, ტაიძოუ, თიენძინი, დატონგი და სხვა.

პროექტის დამტკიცებისა და ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კომპანია “ბადაგონის“ დამუძნებელი გიორგი სალაყაია, InterPressNews.Ge„ბადაგონის“ ჩინელი პარტნიორი ლუ ჟუნგმინგი, ჩინეთის ხელოვნების საერთაშორისო მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ჩინეთის კულტურის სფეროს საპატიო წარმომადგენლები, ჩინური წამყვანი მედია არხების ჟურნალისტები და სხვა საპატიო სტუმრები. “ბადაგონის“ დამუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და „ბადაგონის“ ჩინელმა პარტნიორმა ოფიციალური სიტყვა წარმოთქვეს. გიორგი სალაყაიამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს საერთაშორისო მეღვინეობაში, როგორც ღვინის მსოფლიო აკვანს, ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიას, რომელიც 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით InterPressNews.Geნუსხაშია და ბადაგონის უდიდეს პასუხისმგებლობას ამ უნიკალური სიმდიდრის მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარდგენის საქმეში. ბადაგონის ჩინელმა პარტნიორმა სიამაყით აღნიშნა ბადაგონთან თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ბადაგონი“ ღვინოს ქმნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან, აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ჰყავს მსოფლიო დონის ენოლოგი, რაც ერთობლიობაში „ბადაგონის“ ღვინოების მაღალი ხარისხის გარანტია.

„ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია ისეთ ხარისხიან ბრენდში, როგორიც „ბადაგონია“ და გავაცნოთ ჩინელ ხალხს ქართული კულტურა და საუკეთესო ქართული ღვინო“ - განაცხადა ლუ ჟუნგმინგმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს