„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით დღეს, „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. ამასთან, შეხვედრამ მოიცვა არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, საჭირო გასატარებელი ღონისძიებები, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლო პროექტები.

„ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებსა და ენერგეტიკულ თემებში მომუშავე ექსპერტებს შორის საკუთარი ხედვების გაზიარება. შედეგად, მიიღეს სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე შეიმუშავებს შესაბამის სამოქმედო გეგმას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა