ტრაპიზონში ავარიის დროს დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამე დაშავებულის - დამაკმაყოფილებელი

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტრპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაშავებულებს სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ქალბატონს ტრავმის შედეგად ელენთა ჰქონდა დაზიანებული, მას ოპერაცია წარმატებულად ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. იგი ამ დროისთვის პალატაშია გადაყვანილი და მალევე დატოვებს კლინიკას.

რაც შეეხება დაშავებულ ცოლ-ქმარს შაინიძეებს, ქალს სახის არეში ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სახე მთლიანად იყო დაზიანებული. ხოლო მისი მეუღლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული. რაც მთავარია, მამაკაცს თავის ტვინი არ აქვს დაზიანებული და დაცვითი ნარკოზის ქვეშაა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ორი დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო