მალხაზ მაჩალიკაშვილი - ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს

ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე, რაზეც გამოკითხვაზეა დაბარებული. მაჩალიკაშვილი სუს-ში ადვოკატებთან და მხარდამჭერებთან, მათ შორის ზაზა სარალიძესთან ერთად მივიდა.

"მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოძიებას მივაწოდო. ჩემი წინა დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციის მსვლელობისას გამწარებული ადამიანის სიტყვებთან. მეორე დღეს არც მახსოვდა ეს სიტყვები. აქედან ცდილობენ რაღაცის შექმნას. დღეს იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული. თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის.

მათ ალბათ, იმის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება ბრალის შესაძლო წარდგენას, მისი თქმით, ამ ქვეყანაში არაფერია გამორიცხული.

იხილეთ ვიდეო: "ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ სუს-ში დაიბარეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს