“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტრომ „ახალგორის რაიონში საქართველოდან არალეგალურად შეტანილი სიგარეტისა და ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღო“

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, „ახალგორის რაიონში საქართველოდან არალეგალურად შეტანილი სიგარეტისა და ალკოჰოლური პროდუქციის ამოღება მოხდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდები „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ” ჩაატარა. რეიდის შედეგად ამოღებული იყო სიგარეტი, კონიაკი, ლუდი და ენერგეტიკული სასმელები, რომელიც „საქართველოდან იყო არალეგალურად შეტანილი“.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ რეიდები ტარდება დე ფაქტო მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომლის მიზანია აღიკვეთოს საქართველოდან უხარისხო პროდუქციის შეტანა და რეალიზება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა